|
2024-02-21 19:43:52, 638 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია - ამ რთულ დროს მოკავშირეებმა ერთიანობის დემონსტრირება უნდა გააგრძელონ
საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელონ უპრეცედენტო ერთიანობის, წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი მტკიცე ერთგულების დემონსტრირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ იენს სტოლტენბერგს მიმართა და განაცხადა, რომ მადლიერებას გამოხატავს ნატოს მიმართ მისი მტკიცე და მუდმივი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „ნება მიბოძეთ, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება ნატო-ს მიმართ მისი მტკიცე და მუდმივი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველო არის ნატო-ს ყველაზე ახლო და თავსებადი პარტნიორი. ჩემი პირველი საგარეო ვიზიტი ბრიუსელში, როგორც საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის, კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ პარტნიორობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)