|
2024-02-21 16:22:48, 569 ნახვა
პოლიტიკა
მაია ბითაძე - მოვისმინეთ შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნა, რაც აჩვენებს, რომ შოვის ტრაგედია ოპოზიციამ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენა
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვისმინეთ შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნა, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევა ქართველი ექსპერტების წინასწარ დასკვნას, რაც თვალნათლივ აჩვენებს, რომ მათ შორის, შოვის ტრაგედია ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული იქნა პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა. ბითაძის თქმით, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ერთად გააქტიურებულ ხუთ სტიქიურ მოვლენას, ვერანაირი განგაშის სისტემა თავიდან ვერ აგვაცილებდა. "სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვერანაირი განგაშის სისტემა ადგილზე, ვერ აგვაცილებდა ამ ძალიან დიდ ტრაგედიას თავს. ჯერჯერობით მსოფლიოში არ გამოგონილა იმგვარი განგაშისა და პრევენციის მეთოდოლოგია, რომელიც კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, სწრაფად დინამიკაში მოყვანილ ხუთ სტიქიურ მოვლენას ააცილებს მსოფლიოს რომელიმე ქვეყანას. შესაბამისად, ყველა ეს ბინძური ტყუილი, რომელიც მუდმივად ისმის - ცილისწამება, სიცრუის ტირაჟირება ჩვენი ოპოზიციის და ზოგიერთი ვაი-ექსპერტის მხრიდან, მხოლოდ იქით არის მიმართული, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა დაზაფრონ და მოატყუონ", - განაცხადა მაია ბითაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)