|
2024-02-21 13:06:17, 727 ნახვა
პოლიტიკა
„2006 წელს ტერორისტული დანაშაული ჩაიდინეს“ - დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 3 პირს პატიმრობა მიუსაჯა
დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, 3 პირს პატიმრობა მიესაჯა. მათი ინფორმაციით, გეორგი გოგიჩაევმა, ალან კარკუსოვმა და იანიკ კარკუსოვმა "2006 წელს, საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით, ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ, რამდენიმე ტერორისტული დანაშაული ჩაიდინეს". "მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნეს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში და ექსტრემისტული ხასიათის სხვა დანაშაულებში, კერძოდ, იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტრანსპორტირებისა და წინასწარი შეთქმულებით ტერორისტული აქტის ჩადენასთან დაკავშირებული ქმედებებისთვის“, - ნათქვამია ე.წ. სასამართლოს განცხადებაში. ე.წ. სასამართლოს პრესსამსახურის ცნობითვე, გეორგი გოგიჩაევსა და ალან კარკუსოვს 19-წლიანი, იანიკ კარკუსოვს კი 22-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. აღსანიშნავია, რომ თავად მსჯავრდადებულები სხდომას არ ესწრებოდნენ, ვინაიდან ისინი მიმალვაში იმყოფებიან და მათზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ძებნა აქვთ გამოცხადებული.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)