|
2024-02-21 12:15:19, 681 ნახვა
საზოგადოება
ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“
მოსწავლეებში ფინანსური განათლების დონის ასამაღლებლად, "საქართველოს ბანკი" განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და ბანკის მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, სკოლიდან ერთმა მასწავლებელმა დაარეგისტრიროს სკოლა ამ ბმულზე. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, დარეგისტრირებული მასწავლებელი ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის კოორდინატორი გახდება. სკოლების რეგისტრაცია 29 თებერვალს დასრულდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. სკოლის დარეგისტრირების შემდეგ, მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა ოლიმპიადაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია საკუთარი სკოლის მასწავლებლებისგან მიიღონ. ოლიმპიადა რამდენიმე რაუნდად ჩატარდება და მასში მონაწილეობას მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მიიღებენ. სკოლის ტური ონლაინ, ხოლო ეროვნული ტური კი ფიზიკურ ფორმატში გაიმართება. ოლიმპიადის ფარგლებში 5 გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებიც ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში საერთაშორისო რაუნდში ასპარეზობისთვის მოემზადებიან. წელს საერთაშორისო ტური საბერძნეთში გაიმართება, სადაც ერთმანეთს პროექტში მონაწილე ქვეყნების გამარჯვებულები შეეჯიბრებიან. „საქართველოს ბანკი" განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ჩვენ 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ფინანსურ განათლებას ენიჭება - გვინდა, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების ამ სფეროთი დაინტერესებას, მათში ეკონომიკური ცნობიერების ამაღლებას და განვითარებას. ამიტომ, ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის მიერ ორგანიზებული ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერები ვართ. პირველად ოლიმპიადა შარშან გაიმართა, რომელზეც 342 სკოლის 1200-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა, საერთაშორისო რაუნდში კი საქართველოს წარმომადგენლებმა ჯამური რეიტინგით 20 ქვეყანას შორის მეხუთე ადგილი დაიკავეს. რაც ახალბედა მონაწილისათვის ძალიან კარგი შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ წელს კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა და კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ ჩვენს საერთაშორისო რეიტინგს“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, ეკონომიკის ოლიმპიადა ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაცია INEV-ის მანდატის ქვეშ ხორციელდება.
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)