|
2024-02-21 11:42:32, 652 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - თქვენ წინაშე ზის ადამიანი, რომელიც იყო ანტიკორუფციული მოძრაობის სიმბოლო და ასამართლებთ - სინდისი ხომ კარგი საქონელია?!
თქვენ წინაშე ზის ადამიანი, რომელიც იყო მსოფლიოში ანტიკორუფციული მოძრაობის სიმბოლო და არის და ამას ასამართლებთ - სინდისი ხომ კარგი საქონელია?! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. ექსპრეზიდენტის თქმით, მისი გასამართლება მსოფლიოს დაცინვაა. "საქართველო იყო მსოფლიოში ნომერ პირველი რეფორმატორი, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლაში და ამ ყველაფრის შემდეგ, თქვენ გინდათ, რომ მე დამაპატიმროთ, კიდევ მომისაჯოთ გაფლანგვასა და კორუფციაზე?! სინდისი ხომ კარგი საქონელია?! თქვენ წინაშე ზის ადამიანი, რომელიც იყო მსოფლიოში ანტიკორუფციული მოძრაობის სიმბოლო და არის და ამას ასამართლებთ. ეს არ არის დაცინვა მარტო ჩემი, ეს არის დაცინვა ქართველი ხალხის და მთელი მსოფლიოსი, რომელმაც ამდენი წიგნი დაწერა, იშრომა, შეისწავლა ჩვენი გამოცდილება, აღფრთოვანდა, შთაგონების წყარო გახდა ჩვენი გამოციდლება",- განაცხადა სააკაშვილმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)