|
2024-02-21 11:12:15, 547 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი მგვ ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების მიმართულებით ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სამუშაოები, მიღწეული შედეგები და გამოწვევები განიხილეს. ხაზი გაესვა გადამმუშავებელი მსხვილი საწარმოს შექმნის, თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვის და წარმოებული პროდუქციის სარეალიზაციო ბაზრების მოძიების მნიშვნელობას. „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების ხელშეწყობა და შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერა სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების მიმართულებით პროგრესი ნამდვილად გვაქვს, თუმცა ნარჩენების გადამმუშავებელი მაღალტექნოლოგიური საწარმოების შექმნა-განვითარების მხარდაჭერის საჭიროება არსებობს. ჩვენი მიზანია, მგვ ორგანიზაციებს მხარი დავუჭიროთ ისეთ პროექტებში, რომლებიც იქნება მდგრადი, ხელს შეუწყობს ქვეყანაში გადამმუშავებელი წარმოების განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვა-ოპერირებას და ისეთი ხარისხის პროდუქციის წარმოებას, რომლის ექსპორტიც ევროკავშირის ბაზარზე იქნება შესაძლებელი. მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს ამოცანაა ნარჩენების რეციკლირების სისტემის ყველა რგოლი განვითარდეს და ეფექტიანად ამოქმედდეს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. მგვ ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, რომ ინიციატივა დროული და აქტუალურია, რადგან ნარჩენების გადამუშავების სექტორის განვითარება სახელმწიფოსთან თანამშრომლობის და მისი მხარდაჭერის გარეშე რთული იქნება. პირველ ეტაპზე, ქვეყანაში ნარჩენების სრულად გადამუშავება შესაძლოა ვერ მოხერხდეს, თუმცა, მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მოხდეს არსებული პოტენციალის ათვისება და ნარჩენის პირველადი გადამუშავების ადგილზე განხორციელება. როგორც მგვ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განაცხადეს, განვლილმა ერთმა წელმა, ნათლად გამოაჩინა ქვეყანაში ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების კუთხით არსებული როგორც პოტენციალი, ისე გამოწვევები. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)