18:10 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-20 14:07:56, 680 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - დამწყები მევენახეებისთვის ჯიღაურას ბაზაზე ტრენინგი გაიმართა

ვენახის გაშენების და ვაზის დარგვის წესებზე, ახალგაშენებული ვენახის მოვლასა და გასხვლის ტიპებზე დამწყებ მევენახეებს ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ტრენინგი ჩაუტარდათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ტრენინგის მონაწილეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვლის პროცესში, ჯიღაურას ბაზაზე გაშენებულ ვაზის კოლექციებს გაეცნენ და საქართველოს მევენახეობის ისტორიაზე მიიღეს ინფორმაცია.

"სწავლება ქართული ღვინის გილდიის პროფესიული გადამზადების პროგრამის „მევენახეობის მოკლე კურსი“ ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრი აგრარულ დარგში ახალგაზრდა კადრების მოზიდვის მიზნით, ცენტრის ბაზებსა და ლაბორატორიებში რეგულარულად ატარებს უფასო ტრენინგებს და სემინარებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics