2024-02-19 14:10:24, 653 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმს ალექსეი ნავალნის სახელს დაარქმევს
ევროკავშირი ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმს ალექსეი ნავალნის სახელს დაარქმევს, ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.
ასევე ცნობილია, რომ დღეს ალექსეი ნავალნის ქვრივი იულია ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ისაუბრებს. ბორელის თქმით, ევროკავშირის მინისტრები ამგვარად „გაუგზავნიან მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს რუსეთში თავისუფლებისთვის მებრძოლებისთვის და პატივს სცემენ ალექსეი ნავალნის ხსოვნას“.
BBC-სთვის მიცემულ კომენტარში ბორელმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინს ეკისრება პირად პასუხისმგებლობას ნავალნის სიკვდილზე. ამავდროულად, მან აღიარა, რომ დასავლეთს გაუჭირდება რუსეთის ლიდერის პასუხისმგებლობის დაკისრების ახალი გზების პოვნა და მსოფლიოს რუსეთში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,