08:56 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-17 12:03:58, 1476 ნახვა

ომი უკრაინაში
ავდეევკა რუსმა ოკუპანტებმა აიღეს, უკრაინული ჯარი პოზიციებს ქალაქის მისადგომებთან ამაგრებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ალექსანდრე სირსკიმ, განაცხადა, რომ დასრულდა უკრაინული ძალების გაყვანა დონეცკის რეგიონში ქალაქ ავდეევკადან.

”საოპერაციო ვითარების საფუძველზე, რომელიც განვითარდა ავდეევკას გარშემო, რათა თავიდან აიცილოს დიდი დანაკარგი და შეინარჩუნოს სამხედრო პერსონალის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მან გადაწყვიტა ჩვენი დანაყოფები გაეყვანა ქალაქიდან და თავდაცვაზე გადასვლა უფრო ხელსაყრელ საზღვრებში”, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალაბის ფეისბუქ გვერდზე.

პარასკევს, შუადღისას, ავდეევკას ცენტრში დროშებით გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც რუსები ქალაქის ცენტრში იმყოფებიან. ცოტა ხნის წინ, ქალაქში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა. ალექსანდრე ტარნავსკიმ, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების  ერთ-ერთი მეთაურია თქვა, რომ "პერსონალი უკვე გამოყვანილი იქნა ავდეევკიდან" და უკრაინელმა სამხედროებმა "დაიკავეს დაცვა გარკვეულ ხაზებზე".

ამრიგად, კრემლმა, მიუხედავად მძიმე დანაკარგებისა, მიაღწია მიზნებს ამ მიმართულებით: უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოლო თავდაცვითი ხაზი, რომელიც 2014 წლიდან არ შეცვლილა, დაეცა.

რუსული ჯარები არაერთხელ ცდილობდნენ ავდეევკას ხელში ჩაგდებას 2022 წლის თებერვალში შეჭრის დასაწყისიდან. მასზე ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა 2023 წლის შემოდგომაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics