2024-02-15 14:30:37, 709 ნახვა
მსოფლიო
FT - უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცება დაბლოკა
უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგი პაკეტი დაბლოკა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირის ელჩების გუშინდელ შეხვედრაზე უნგრეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც მხარი არ დაუჭირა სანქციების რიგით მე-13 პაკეტს, რომლის ფარგლებშიც სანქციები რუსეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების 200-მდე მოქალაქესა და ორგანიზაციას ეკისრებოდა.
როგორც ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, უნგრეთმა სანქციების ახალი პაკეტი, სიაში ჩინური კომპანიების ყოფნის გამო დაბლოკა.
მიუხედავად ამისა, Financial Times-ი წერს, რომ აღნიშნულ საკითხზე დისკუსიები გაგრძელდება.
ამასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები, სავარაუდოდ, ამ საკითხს მომავალ კვირას გამართულ შეხვედრაზე დააყენებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,