09:10 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-15 14:21:20, 540 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - არ არსებობს ცალკე აღებული არც ხაზარაძე და რეალური ოპოზიცია, ეს ენმ-ის დანაყოფებია - ოპოზიცია სრული კრახისთვის ემზადება

არ არსებობს ცალკე აღებული არც ხაზარაძე, არც სხვა რეალური ნამდვილი ოპოზიცია, ეს არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დანაყოფები, სატელიტები - როგორც გინდათ, ისე მოიხსენიეთ ეს ადამიანები. მინდა გითხრათ, რომ ოპოზიცია ემზადება სრული კრახისთვის და მორიგი წაგებისთვის, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ როდესაც საუბარია ოპოზიციაზე, საუბარია ყველაზე ანტიეროვნულ ძალაზე, რომელსაც მძიმე წარსული აქვს.

"როცა ჩვენ ვსაუბრობთ ოპოზიციაზე, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენ საუბარი გვაქვს ყველაზე ანტიეროვნულ, ანტიქართულ მოვლენაზე, რომელმაც ყველაზე დიდი უბედურება დამართა ჩვენს ქვეყანას - ეს არის აგვისტოს ომი და ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიების 20% ჩააბარა რუსეთს და გაწირა ჩვენი ხალხი ამ ომისთვის. გარდა ამისა, ყველამ კარგად იცით მათი მემკვიდრეობა, ეს არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, საშინელი ტერორი და ა.შ. - ამ ყველაფრის მონაწილე იყო ბატონი ხაზარაძე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics