21:11 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-15 09:48:38, 568 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის ძალები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგული ინსტიტუციაა - ირაკლი ჩიქოვანი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია "იმედის“ პირდაპირ ეთერში საზოგადოების, მედიისა და კერძო სექტორის მხრიდან თავდაცვის ძალების მხარდაჭერისა და დაფასების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, თავდაცვის ძალები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგული ინსტიტუციაა და საზოგადოებამ მათი განსაკუთრებული ღვაწლი სათანადოდ უნდა დააფასოს.

ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ბევრი კარგი ინიციატივა არსებობს და უწყება აქტიურად ითანამშრომლებს კერძო სექტორთან, რათა საზოგადოება სათანადოდ იყოს სოლიდარული იმ ინსტიტუციის მიმართ, რომელიც ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს და აღნიშნული მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებებში უნდა აისახოს. 

„მთავარი ამოცანაა, დაგროვილი გამოცდილებისა და არსებული ნაკლოვანებების ანალიზის საფუძველზე, გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქმედებები და კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ იმ რესურსების გამოყენება, რომელიც საკმაოდ დიდად იხარჯება ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დინამიკა არის ძალიან კარგი, სასიამოვნო, იმიტომ რომ, ეს არის პოლიტიკური გუნდის განაცხადი, რომ ჩვენთვის ეს მიმართულება არის პრიორიტეტი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics