21:11 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-14 17:14:14, 920 ნახვა

საზოგადოება
ქარქაშაძე - ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დასტურდება

ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დასტურდება, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მგზავრების შემოწმება დასრულდა და აეროპორტი სრულად დაუბრუნდა ოპერირების ჩვეულ რიტმს.

„ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა საჰაერო ხომალდზე, ამ დროის მონაცემებით, არ დასტურდება, მგზავრების შემოწმება სრულად დავამთავრეთ და ისინი განთავსებული არიან გაფრენის დარბაზში. აღნიშნული რეისი შესრულდება დღეს, 19:00 საათზე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად დაუბრუნდა ოპერირების ჩვეულ რიტმს და განვაგრძობთ საჰაერო ხომალდების მიღებას. არცერთ სხვა რეისს არ ჰქონია შეფერხება და დაგვიანება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საჰაერო ხომალდს, ჩვენი კომპეტენცია აქ არ არის და შესაბამისი სამსახურები ასრულებენ პროცედურებს. დარწმუნებული ვარ, ისინი თავად გააკეთებენ განცხადებას, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოცემული მომენტისთვის მიღებული ინფორმაცია არანაირად არ დასტურდება“, - განაცხადა ქარქაშაძემ, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 თებერვალს ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა. მიზეზი ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობაზე ინფორმაციის მიღება გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics