2024-02-14 12:22:52, 567 ნახვა
საზოგადოება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 7,2 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები კაპროვანის დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.
"სოფელ ნატანებში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან, ჯამში, 7,2 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური და შემკრები არხები იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოები კოლექტორებში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს.
შედეგად, 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც უხვი და ხარისხიანი მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
სამუშაოები მაისში დასრულდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),