|
2024-02-13 11:42:28, 664 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის პროექტი გრძელდება - დარეგისტრირდი STEM სკოლის გაზაფხულის სემესტრზე
მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მეორე წელია "საქართველოს ბანკი", კომაროვის სკოლასთან ერთად, STEM სკოლის პროექტს ახორციელებს. 400-მდე ახალგაზრდამ უკვე გაიარა ერთწლიანი სასწავლო კურსი და გაიღრმავა ცოდნა როგორც ზუსტი, ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით. STEM სკოლაში მიღება გრძელდება. გაზაფხულის სემესტრზე რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს და 16 თებერვალს დასრულდება. STEM სკოლა შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, გაიარონ ერთწლიანი სასწავლო კურსი ონლაინ, მიიღონ მაღალი ხარისხის სერტიფიცირებული, აკადემიური განათლება, შეიძინონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეიძენენ და გაიღრმავებენ ცოდნას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია), ტექნოლოგიები (კომპიუტერული პროგრამირება), ინჟინერია (ელექტროინჟინერია, მიკროელექტრონიკა) და მათემატიკა (ლოგიკური აზროვნება, ალგორითმების შექმნა). აღსანიშნავია, რომ ინიციატივის ფარგლებში, "საქართველოს ბანკი" ყოველწლიურად კომაროვის სკოლაში სწავლას 60 მოსწავლეს უფინანსებს და მათ კურსის გასავლელად საჭირო მოწყობილობებს (არდუინოების ნაკრებს, მულტრიმეტრს და სხვა) გადასცემს. ამ დროისთვის "საქართველოს ბანკის" სტიპენდიით უკვე 100-მდე მოსწავლემ გაიარა STEM სკოლის კურსი. „საქართველოს ბანკში" გვჯერა ახალგაზრდების და მათი პოტენციალის. სწორედ ამიტომ მიზნად დავისახეთ, ხელი შევუწყოთ მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით მეორე წელია, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, STEM სკოლის პროექტს ვახორციელებთ. იმისათვის, რომ სრულად მოგვეცვა საქართველოს რეგიონები, პროექტი ონლაინ რეჟიმში ხორციელდება. ამასთან, "საქართველოს ბანკი" საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სკოლაში სწავლას უფინანსებს და მათ კურსის გასავლელად საჭირო ხელსაწყოებს გადასცემს. რაც გვაძლევს შესაძლებლობას, STEM სკოლაში სწავლა კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ. აღსანიშნავია, რომ ინიციატივის ფარგლებში უკვე 400-მდე მოსწავლემ გაიარა ერთწლიანი სასწავლო კურსი. სკოლისადმი ინტერესი კი მუდმივად იზრდება, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და შევქმნათ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)