|
2024-02-12 13:22:14, 704 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი - რასაც ხაზარაძე და ენმ-ი აკეთებს, მიანიშნებს იმაზე, რომ გაკვეთილებს ვერ სწავლობენ და უბრუნდებიან მექანიზმებს, რომელსაც 2012 წლამდე იყენებდნენ
დღეს, რასაც მამუკა ხაზარაძე აკეთებს, ერთი ერთში ემთხვევა იმას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა და პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მამუკა ხაზარაძეს, არის სრულ სინქრონში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ წამოწყებული კამპანია ბიძინა ივანიშვილის შესახებ მისი პოლიტიკური გზავნილია. ჩიქოვანის თქმით, ხაზარაძემ არჩევნებამდე პერიოდი გამოიყენა იმისთვის, რომ გამოაცხადა რეპრესიები. „ე.წ. countdown-ი ანუ, უკუთვლა, რომელიც არსებობს ხოლმე არჩევნებამდე, ხშირ შემთხვევაში გამოიყენება ბევრი პარტიის მიერ, მაგრამ გამოიყენება იმისათვის, რომ განაცხადონ, თუ რას გააკეთებენ კონკრეტულ ვადაში, ვიდრე არჩევნები ჩატარდება. მამუკა ხაზარაძემ ეს ყველაფერი გამოიყენა იმისთვის, რომ გამოაცხადა რეპრესიები და როდესაც ისინი დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხელახლა აამოქმედონ ის რეპრესიული მანქანა, რომელიც იყო 2012 წლამდე. ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ადამიანები გაყარონ სახელმწიფოდან და მეორეს მხრივ დაუპირისპირდნენ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს და არ ემთხვეოდეს მათ აზრებს“, -განაცხადა ჩიქოვანმა. მისივე თქმით, ქვეყანაში რეპრესიების და ძალმომრეობის დაბრუნებას არავინ არ დაუშვებს. „დარწმუნებული ვარ, რომ არც ხაზარაძეს და არცერთ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ ძალას, რომელსაც თავის გეგმებში აქვს, რომ ამ ქვეყანაში დააბრუნოს რეპრესიები, დააბრუნოს ძალმომრეობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ამას არავინ დაუშვებს. რატომ ჰგონიათ რომ ეს შეიძლება შედეგის მომტანი იყოს, მგონია ეს პოლიტიკური უმწიფრობის ბრალია და მეორეს მხრივ, როდესაც ადამიანები ვერ აფასებენ ადეკვატურად თუ რა სიმძიმე ახლდა ამ ყველაფერს 2012 წლამდე. დღეს გვაქვს ძალიან ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი, სადაც ყველას შეუძლია საკუთარი მოსაზრება გამოხატოს, მაგრამ რასაც მამუკა ხაზარაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა აფილირებული პარტიები და მედია საშუალებები აკეთებენ, მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი გაკვეთილებს ვერ სწავლობენ და ხელახლა დაუბრუნდებიან იმ სქემებს და მექანიზმებს, რომელსაც იყენებდნენ 2012 წლამდე", - დასძინა ჩიქოვანმა.
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)