|
2024-02-12 09:56:20, 594 ნახვა
პოლიტიკა
გახარია პრეზიდენტის ინიციატივაზე - ბუნდოვანია ფორმატისა და პლატფორმის მიზანი
ბუნდოვანია ფორმატის და პლატფორმის მიზანი, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნის ინიციატივას. გახარიას თქმით, თუ აღნიშნული ინიციატივიდან „რაღაც ხელშესახები ან პოზიტიური გამოვა, ხელის მოწერას წინ არაფერი არ უდგას". „ვაფასებთ ყველაფერს იმას, რასაც ქალბატონი სალომე აკეთებს, განსაკუთრებით ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივის დაახლოების კონტექსტში და კიდევ უფრო მეტად ვაფასებთ იმ შესაძლებლობებს და რესურს, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს და ქალბატონ სალომეს გააჩნია არჩევნების დაცვის თვალსაზრისით. ბუნდოვანია ფორმატის და პლატფორმის მიზანი, ჩემი აზრით, ეს არის სპეციალურად გაკეთებული იმისთვის, რომ სივრცეა სხვადასხვა მიმართულებით განვითარებისთვის დატოვებული როგორც პოლიტიკური, ასე სხვადასხვა და ეს, რა თქმა უნდა, იმ კონტექსტში, როცა დარწმუნებულები ვიყავით, რომ ამ პლატფორმაში წარმოდგენილი იქნებიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე კანდიდატის სტატუსთან მიმართებით აბსოლუტურად ჩვენთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებდნენ მოლაპარაკებების დროს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, სხვადასხვა თვალსაზრისით. მე არ ვარ დარწმუნებული, ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ასე იქცეოდნენ, რა მიზნით გამოიყენებენ მსგავს პლატფორმებს. ჩვენ არანაირი პრობლემა პრეზიდენტის ინიციატივებთან არ გვაქვს და იმ შემთხვევაში, თუ აქედან რაღაც ხელშესახები ან პოზიტიური გამოვა, ხელის მოწერას წინ არაფერი არ უდგას", - განაცხადა გახარიამ. ცნობისთვის, 6 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შესთავაზა, შეიქმნას მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრები უკვე დაიწყო.
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)