11:59 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-09 17:04:54, 1043 ნახვა

პოლიტიკა
„სიხარულით ველი თქვენთან მუშაობას, რათა საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ წავწიოთ“ - შოლცის მილოცვა კობახიძეს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს. მილოცვის ტექსტი გერმანიის ბუნდესტაგის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც შოლცი აღნიშნავს, ის მოულოდნელად ელის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან თანამშრომლობას, რათა საქართველოს ევროკავშირის გზაზე წინსვლა ჰქონდეს.

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, მსურს, გულითადად მოგილოცოთ თქვენს დანიშვნასთან დაკავშირებით. სიხარულით ველი თქვენთან მუშაობას, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და წინ წავწიოთ საქართველო ევროკავშირის გზაზე.

იღბალს და წარმატებებს გისურვებთ თქვენი უფლებამოსილების განხორციელებაში“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

ცნობისთვის, გუშინ, 8 თებერვალს პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics