01:30 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-07 14:07:57, 637 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ - დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, 7 თებერვალს რეისები უქმდება

დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, 7 თებერვალს სარკინიგზო რეისები უქმდება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.

"ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, 7 თებერვალს უქმდება შემდეგი რეისები:

მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლები:

  • ბათუმი-თბილისი №801
  • ზუგდიდი-თბილისი № 869
  • თბილისი-ბათუმი № 804
  • თბილისი-ფოთი 874.

ასევე, საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლები:

  • ზესტაფონი-ხაშური №6446
  • ხაშური-ზესტაფონი №6418
  • და ხვალ დილის ზესტაფონი-ხაშური №6417.

გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics