|
2024-02-07 13:06:47, 649 ნახვა
პოლიტიკა
ოდიშარია - ზურაბიშვილის მაგივრად, მე შემრცხვებოდა - ივანიშვილის გარეშე გაპრეზიდენტების შანსი არ ჰქონდა
სალომე ზურაბიშვილის მაგივრად, მე შემრცხვებოდა - ივანიშვილი იყო მაშინ პარტიის თავმჯდომარე, როდესაც ის გაპრეზიდენტდა,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც პარლამენტში ყოველწლიური მოხსნებისას მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა. ოდიშარიას განცხადებით, ზურაბიშვილს "ქართული ოცნებისა" და ივანიშვილის "ხელშეწყობის გარეშე გაპრეზიდენტების შანსი არ ჰქონდა". "ბატონი ბიძინა ივანიშვილი უპასუხებს თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის მაგივრად, მე შემრცხვებოდა. ბიძინა ივანიშვილი იყო მაშინ პარტიის თავმჯდომარე, როდესაც ის გაპრეზიდენტდა. დამეთანხმება ქალბატონი პრეზიდენტი, რაც არ უნდა იფიქროს, რომ პოლიტიკურ პედესტალზეა, მას 1%-იც არ ჰქონდა გაპრეზიდენტების, რომ არა "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობით მისი ხელშეწყობა. ახლა გახდა ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნული მმართველი?"- განაცხადა ოდიშარიამ. შეგახსენებთ, საქართელოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო მოხსენების დროს, გუშინ, 6 თებერვალს მიმართა. პრეზიდენტის თქმით, საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატია არა პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე ან მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ" ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას".
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)