19:57 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-06 15:11:41, 669 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - ენმ-ის სახელით მინდა დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ პრეზიდენტის ინიციატივაში

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით მინდა დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაში, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა, შეიქმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, ქვეყანას ცვლილებას მოუტანს.

"ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით მინდა დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაში იმიტომ, რომ ჩვენთვის უმთავრესია, არა პარტიული, არამედ ქვეყნის ევროპული და შესაბამისად, ეროვნული ინტერესი და მიგვაჩნია, რომ ერთიანი ძალისხმევა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ არჩევნების წინ, რომელიც ქვეყანას ელოდება და რომელმაც აუცილებლად უნდა მოიტანოს ცვლილება“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შესთავაზა, შეიქმნას მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics