|
2024-02-05 19:33:47, 681 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ფოტომასალა, თითქოს წერეთლის გამზირზე დაზიანებებია, ეს პოლიტიკური სპეკულაციებია
თბილისის მერი კახა კალაძე Facebook-ის პირდაპირ ჩართვაში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას გამოეხმაურა, თითქოს წერეთლის გამზირზე ინფრასტრუქტურა დაზიანებულია და რეაბილიტაციის პროცესში პრობლემები აღინიშნება. მისივე განმარტებით, წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა დაპირებისამებრ, 1-ელ თებერვალს აღდგა, დანარჩენი სარეაბილიტაციო სამუშაოები კი შეუფერხებლად მიმდინარეობს. „ვირუსულად ვრცელდება ფოტოები, თითქოს წერეთელზე პრობლემები გვაქვს. ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ფოტომასალა, სადაც ასახულია გაჩერების კუნძულებზე დაზიანებული ავტობუსის ტაბლო. რეალურად, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც, დაიმტვრა ავტობუსების ტაბლო. გარდა ამისა, ვრცელდება ფოტომასალა, თითქოს წერეთლის გამზირზე ტროტუარებია ჩავარდნილი. სინამდვილეში, საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტული იუთუბერის მიერ გადაღებული ვიდეოდანაა ამოჭრილი კადრი“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული ფოტომასალების გავრცელება პოლიტიკური სპეკულაციებია, რაც საზოგადოების დეზინფორმაციას ისახავს მიზნად. „მსგავსი პროექტების განხორციელება ყველას უნდა გვიხაროდეს. ასეთი ფაქტები მოწმობს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამ ქალაქის წინსვლა არ უხარიათ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია. სამუშაოები მიმდინარეობს, გამზირი იქნება ძალიან ლამაზი, მეტიც ჩვენი ქალაქისთვის კიდევ უფრო მაგარ პროექტს განვახორციელებთ. დედაქალაქის მერია მოწოდების სიმაღლეზე იქნება და გააკეთებს ყველაფერს, რაც სჭირდება ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)