|
2024-02-05 15:57:07, 784 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე ნაცვლიშვილზე - ენერგია დაიწუნა - „მუსტანგების“ ღმუილით არ შემოვსულვართ პარლამენტის ეზოში და შეიძლება, ეწყინა
ენერგია დაიწუნა, რა ვქნათ ახლა - „მუსტანგების" ღმუილით არ შემოვსულვართ პარლამენტის ეზოში და შეიძლება, ეს ეწყინა,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ "ლელოს" წარმომადგენელთან, ანა ნაცვლიშვილთან დაკავშირებით განახადა. მინისტრობის კანდიდატმა საკანონმდებლო ორგანოში, 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ნაცვლიშვილის კითხვის პასუხად ევროკავშირთან დაახლოების კუთხით იუსტიციის სამინისტროს გეგმაზე ისაუბრა. „ზუსტად 4-ჯერ ვახსენე ევროკავშირი. პირველი - ეს იყო ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის ერთიანი სახელმწიფო პლატფორმის დანერგვა, რაც არის უნიკალური ინსტრუმენტი და ნამდვილად დაეხმარება სახელმწიფო უწყებებს, რათა ბევრად სწრაფი და ეფექტიანი იყოს ევროკავშირის სამართალთან ქართული სამართლის ჰარმონიზაციის პროცესი; ასევე, ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ მეტი ინტენსიურობით გაგრძელდება ევროკავშირის სამართლებრივი აქტების თარგმნა ქართულ ენაზე, რაც მრავალ იურისტს და ყველა დაინტერესებულ პირს მისცემს შესაძლებლობას, ჰქონდეთ სრული წვდომა ევროკავშირის სამართლის ბაზასთან; იმაზეც ვისაუბრე, რომ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება ევროკავშირის სამართლის ცენტრი; მეოთხე, რაზედაც ვისაუბრე - ეს იყო პარტნიორ სახელმწიფოებთან სამართლებრივი თანამშრომლობის გაფართოება. გასულ წელს ჩვენ გვქონდა სამართლებრივი ფორუმები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, ჩეხეთთან - ბუნებრივია, ეს ხელს უწყობს ევროკავშირთან დაახლოებას... მე ვისაუბრე ამ 4 პუნქტზე, თუმცა, ქალბატონმა ანამ ეს ან არ, ან ვერ შეისმინა. მე ამაზე, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, არ მაქვს პასუხი, თუ რატომ ვერ გაიგო მან. მერე, ასევე, ენერგია დაიწუნა, რა ვქნათ ახლა - „მუსტანგების" ღმუილით არ შემოვსულვართ პარლამენტის ეზოში და შეიძლება, ეს ეწყინა ქალბატონ ანას",- თქვა ბრეგაძემ.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)