|
2024-02-05 13:15:31, 695 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილმა სალომე სამადაშვილი გაერთიანებული კომიტეტების სხდომიდან გააძევა [ვიდეო]
საქართველოს პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა "ლელოს" დეპუატი სალომე სამადაშვილი სხდომიდან გააძევა. ოხანაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამადაშვილმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. "საპატიო თავმჯდომარედ შეგიძლიათ მოიხსენიოთ... საპატიო თავმჯდომარე არის სტატუსი... ქალბატონო სალომე, გაფრთხილებული ბრძანდებით. არღვევთ წესრიგს და არ იცავთ რეგლამენტს... გთხოვთ, დატოვოთ სხდომათა დარბაზი... მოქცევას, როდესაც ისწავლით სხდომათა დარბაზში, მაშინ შემობრძანდებით",- მიმართა ოხანაშვილმა სამადაშვილს და "ლელოს" დეპუტატს დარბაზი დაატოვებინა. "თქვენ რომ ისწავლით, პარლამენტში რისთვის ხართ ბიძინა ივანიშვილის კორუფციული ინტერესების დაცვის გარდა, მერე შეექმნება აზრი თქვენთან საუბარს. ჯერჯერობით ხართ რუსი კორუმპირებული მთავრობა",- მიმართა სხდომის დატოვების დროს სამადაშვილმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)