16:04 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-05 12:51:02, 618 ნახვა

პოლიტიკა
ჩიქოვანი - ჯარის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ჩვენი სამოქალაქო მოვალეობა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულებაა

​ჯარის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ჩვენი პირდაპირი სამოქალაქო მოვალეობა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულებაა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, აუცილებელია კიდევ უფრო მეტი სიახლოვე საზოგადოებასა და ჯარს შორის, საჭიროა უფრო მეტად გაიზარდოს ცნობადობა ჯარის შესახებ, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში.

"ჩვენი ქვეყნის დამცველები ღირსეული ჯარისკაცები, განსაკუთრებული მოწოდების ადამიანები არიან. იყო ჯარისკაცი - ნიშნავს განსხვავებული ცხოვრების წესს. მთელი საზოგადოება მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს მათზე", - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოსთან ერთად აუცილებელია რიგითი სამოქალაქო პირებიც ზრუნავდნენ და აქტიურად გამოხატავდნენ პატივისცემასა და მხარდაჭერას ჯარის მიმართ.

"ეს არის ჩვენი პირდაპირი სამოქალაქო მოვალეობა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულება“, - დასძინა ჩიქოვანმა.

გარდა ამისა, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის თემაზე საუბრისას ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროექტები მომავალშიც კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics