18:39 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-02 15:01:07, 738 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - არჩევნებზე ენმ-ის, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება

არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იქნება მიხეილ სააკაშვილი და ქართველ ხალთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის უშუალო ჩართულობით, აუცილებლად ვაპირებთ, დავამარცხოთ ეს გაჭირვება, სიდუხჭირე, დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ექსპრეზიდენტი „ტყვეობაში აბსოლუტურად უსამართლოდ იმყოფება".

„საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავმჯდომარეც, დამფუძნებელიც, ლიდერიც და ეს არის პრეზიდენტი სააკაშვილი. ჩვენ გვჭირდება ტექნიკურად ამაზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც რუსი ოლიგარქი პრეზიდენტ სააკაშვილს ამყოფებს ციხეში. ამიტომ, ამ პარტიის ლიდერი, დამფუძნებელი არის მიხეილ სააკაშვილი, შესაბამისად, ამ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იქნება მიხეილ სააკაშვილი და ქართველ ხალთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის უშუალო ჩართულობით, აუცილებლად ვაპირებთ, დავამარცხოთ ეს გაჭირვება, სიდუხჭირე, დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ართმევს შესაძლებლობას ჩვენს ხალხს, იყოს საქართველოში, იყოს ღირსეული სამუშაო ადგილები და დასაქმების პირობები. ამიტომ, ის როლი, რომელზეც პრეზიდენტი სააკაშვილი საუბრობს, არის ტექნიკური პრობლემებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ ის ტყვეობაში იმყოფება აბსოლუტურად უსამართლოდ",- ამბობს ხაბეიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics