18:39 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-31 18:18:14, 624 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - „ნაცებისთვის“ სასიკეთო არ არის, ღარიბაშვილი რომ პარტიის თავმჯდომარე ხდება, არც ის, რომ კობახიძე ქვეყნის პრემიერი იქნება

კოლექტიური „ნაცებისთვის“ სასიკეთო არ არის, ღარიბაშვილი რომ პარტიის თავმჯდომარე ხდება, არც ის, რომ კობახიძე იქნება ქვეყნის პრემიერი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და ირაკლი კობახიძეს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

„იმას, რას ამბობენ ოპონენტები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. გულწრფელად ვიტყვი – მათთვის სასიკეთო არაფერი. მათთვის სასიკეთო არაფერია თუნდაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით. ასევე კოლექტიური „ნაცებისთვის“ არანაირად სასიკეთო არ არის, ირაკლი ღარიბაშვილი რომ პარტიის თავმჯდომარე ხდება, არც ის, რომ ირაკლი კობახიძე იქნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, 29 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.

პირველად ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2013 წელს დაიკავა და პოსტს 2015 წლის დეკემბრის ბოლომდე იკავებდა. მეორედ ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი 2021 წლის 22 თებერვალს გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics