2024-01-30 14:28:13, 720 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად გიორგი მინდიაშვილი დაინიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი გიორგი მინდიაშვილი წარუდგინა, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ოსაძე ჩაანაცვლა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გიორგი ოსაძე კი საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პრორექტორის პოზიციაზე გააგრძელებს.
"გიორგი მინდიაშვილს უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
გიორგი მინდიაშვილი ასევე, წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში",- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,