|
2024-01-30 11:20:06, 547 ნახვა
საზოგადოება
გლდანის I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერის მოწყობა დაიწყო
გლდანის რაიონის გამგეობამ I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე ხორციელდება არსებული ინვენტარის დემონტაჟი. ჯამში, სკვერის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით, 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება ფიტნეს ზონა და ტენისის მაგიდა. „ადგილზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები - დაითესება ბალახი და დაირგვება 372 ხე-მცენარე (102 ხე და 270 ბუჩქი). ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 588 887 ლარი დაიხარჯება. სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)