|
2024-01-29 17:51:46, 940 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - სამთავრობო ცვლილებები ივანიშვილის ე.წ. პოლიტიკურ ხლართებს უკავშირდება
სამთავრობო ცვლილებები არ უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, ეს უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ე.წ. პოლიტიკურ ხლართებს, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სამთავრობო ცვლილებებს. როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, კონკრეტული გადაწყვეტილებები უკავშირდება იმას, რომ "მმართველ პარტიაში სერიოზული პრობლემები აქვთ, რაც ოპოზიციამ ხალხის საკეთილდღეოდ უნდა გამოიყენოს". „ცვლილებები არ უკავშირდება ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობას. ცხადია, ეს არ უკავშირდება იმას, რომ მაგალითად, ფასები დაიკლებს ხვალიდან, ფასების ზრდის პრობლემა ამით არ მოგვარდება; ცხადია, არ მოგვარდება სამუშაო ადგილების პრობლემა; ცხადია, არ მოგვარდება, რომ ადამიანებს არ აქვთ ღირსეული შემოსავალი და ცხადია, არც ემიგრანტებისთვის არ იქნება ეს ცვლილებები შვება და არც ასი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე არ დაბრუნდება ქვეყანაში იმიტომ, რომ რაღაც კონკრეტული გადაადგილება მოხდა „ქართულ ოცნებაში“. ეს უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ე.წ. პოლიტიკურ ხლართებს და ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ ემსახურება ხალხს, ისინი მოტივირებულები არიან გამდიდრდეს ბიძინა ივანიშვილი, გამდიდრდნენ თავად, აიშენონ ახალი სახლები, ვილები და არ მოემსახურონ ხალხს. შესაბამისად, ეს წელი არის შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქისთვის და ეს კონკრეტული გადაწყვეტილებებიც უკავშირდება იმას, რომ მათ აქვთ სერიოზული პრობლემები და პრობლემები რომ აქვთ, ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, რომ მომავალში გვქონდეს ღირსეული შემოსავალი, ღირსეული ეკონომიკა, სამუშაო ადგილები და ჩვენს ემიგრანტებსაც ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში, იშრომონ საქართველოში და ისე შეინახონ საკუთარი ოჯახები“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)