07:26 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-27 13:22:20, 710 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვნით თსუ-ში პროტესტი გრძელდება

კეკელიძეზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტი გრძელდება.

სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტისგან გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გაკეთებას და უნივერსიტეტის რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას ითხოვს.

"პირველი ღამე გავათენეთ აქ, არსებობს ადამიანური რესურსი, არსებობს ენერგია, რომ ჩვენ ყველაფერი მივიყვანოთ ბოლომდე. რექტორმა შეწყვიტა გუშინ აზერბაიჯანში ვიზიტი, დაბრუნდა ქალაქში და გვეგონა, რომ შეგვხვდებოდა. თუმცაღა, ის უკმაყოფილოა იმით, რომ ჩვენ კანცელარიის ოთახი გვაქვს დაკავებული და ამიტომ უარს აცხადებს ჩვენთან შეხვედრაზე. ჩვენ გვგონია, რომ ეს სიჯიუტე არ არის საჭირო. სინამდვილეში ჩვენ ერთ მხარეს ვართ, ერთ მხარეს უნდა ვიდგეთ", - განაცხადა "მაისის სტუდენტური მოძრაობის" წევრმა ტატო ჩანგელიამ.

შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics