2024-01-25 12:31:37, 615 ნახვა
საზოგადოება
გურიაში, სოფელ ლაშისღელეში სადრენაჟე სისტემის წმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს მელიორაცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ნატანი მასისა და ქვა-ღორღისგან 1,7 კმ სიგრძის სადრენაჟე კოლექტორი იწმინდება.
"ჩატარებული სამუშაოები კოლექტორში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, საპროექტო პარამეტრებში აღდგება აღნიშნული კოლექტორის კალაპოტი, შედეგად, უხვი ნალექის დროს, დაახლოებით, 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის, საკარმიდამო ეზოებისა და საცხოვრებელი სახლების დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს.
მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია ატარებს, თებერვალში დასრულდება",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),