2024-01-24 16:32:27, 836 ნახვა
მსოფლიო
აშშ უკრაინას ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად დამატებით 11,8 მილიარდს გამოუყოფს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად $11,8 მილიარდს გამოყოფს. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ჟანეტ იელენმა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან ვირტუალურად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
იელენის თქმით, აშშ უკრაინისთვის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარებით ასტიმულირებს სხვა დონორებსაც, რომლებმაც 2024 წლის ბიუჯეტის 3/4 უნდა შეავსონ.
„ფინანსური მხარდაჭერა დაკავშირებულია უკრაინის წარმატებებთან ბრძოლის ველზე. აღნიშნული მხარდაჭერა ადასტურებს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მტკიცე გადაწყვეტილებას, დაიცვას დემოკრატიული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი. ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა დაეხმარება უკარინას ომში გამარჯვებაში და დაიცავს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს გლობალური მასშტაბით", - განაცხადა ჟანეტ იელენმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,