2024-01-24 09:30:00, 617 ნახვა
მსოფლიო
Sky News - აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ ორ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტას დაარტყა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენში "ჰუსიტების" ორ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტას დაარტყა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობაში აცხადებენ რაკეტები რეგიონში სავაჭრო გემებისა და აშშ-ის საზღვაო ძალების გემებისთვის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენენ.
"ეს ქმედება დაიცავს ნავიგაციის თავისუფლებასა და საერთაშორისო წყლებს გახდის უფრო უსაფრთხოს აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდებისა და სავაჭრო გემებისთვის",- აცხადებენ ცენტრალურ სარდლობაში.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე პირველი იერიშები 11 იანვარს განახორციელეს.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, იერიშები „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხი იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,