21:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-19 10:08:48, 849 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ჩვენ საქართველოსგან ვქმნით ხიდს ევროპასა და აზიას შორის - ოპოზიციას უნდა, რომ ბორანი ვიყოთ

ჩვენ საქართველოსგან ვქმნით ხიდს, რომელიც იქნება ეკონომიკური ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ამ ფუნქციის შესასრულებლად ჩინეთი არის ქვაკუთხედი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან.

„მთელი ჩვენი 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში, ვსაუბრობდით განსაკუთრებულ როლზე საქართველოსი, როგორც დამაკავშირებლის ევროპისა და აზიის. ვინ არის ევროპა და ვინ არის აზია? ევროპა, ცხადია, არის ევროკავშირი და აზია არის, უპირველეს ყოვლისა, ჩინეთი. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან. ეს არის სწორედ ფუნქცია ხიდის.

ჩვენს ოპოზიციას უნდა, რომ ჩვენ ვიყოთ ბორანი, რომელზეც მერე ვისაც უნდა მოგვაწვება და ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაგვაყვანინებს თავს. ეს არ არის ჩვენი ფუნქცია, რომ ჩვენ სატელიტები ვიყოთ და ბორანის ფუნქცია გვქონდეს, საიდანაც დაუბერავს ნიავი, იმის მიხედვით გადაგვწიონ და შეკვეთებით ვიაროთ ერთი ნაპირიდან მეორეზე. ჩვენ საქართველოსგან ვქმნით ხიდს, რომელიც იქნება ეკონომიკური ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ამ ფუნქციის შესასრულებლად ჩინეთი არის ქვაკუთხედი”,- განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics