|
2024-01-17 11:31:21, 861 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, წერეთელზე მოძრაობა იანვრის ბოლოს უნდა აღდგეს
ჩვენ რომ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთელზე საგზაო სამუშოები იანვრის ბოლოს უნდა დამთავრდეს და ეს პირობა აუცილებლად შესრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლოს აღდგება. „წერეთელზე სამუშაოები დავიწყეთ აპრილის ბოლოს და მოსახლეობაა შევპირდით, რომ იანვრის ბოლოს საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად იქნებოდა აღდგენილი, სამუშაოები მასშტაბურია, ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ გზის მოფრეზვით, ახალი გზის დაგებით, მინდა, რომ ფუნდამენტურად განვახორციელოთ ცვლილებები ყველა იმ პროექტში, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურით შევდივართ. დავიწყეთ მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ეს გამზირი არსებობს, ამ მასშტაბის სამუშაოები არ ჩატარებულა. თუმცა, ამ სამუშაოების პროცესში იყო პრობლემები, ეს არახალია, რადგან კომპანიები ძალიან ხშირად ვერ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს. ამჯერადაც გვქონდა ასეთი ფაქტი და მოგვიწია, დავმშვიდობებოდით იმ ორ კომპანიას, რომლებიც მუშაობდნენ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული. ეს კომპანიები ვერ ეტეოდნენ ვადებში, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოგვმართეს ამ კომპანიებმა ვადის გადაწევაზე, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. აქ არ არის საუბარი საბოლოო ვადის გადაწევაზე, იანვარი ძალაში იყო ყოველთვის, შიდა ვადებზეა საუბარი. უკვე ვხედავდით, რომ არის პრობლემები ვადებზე, ხარისხზეც იყო პრობლემები, თუმცა ამის გამოსწორება პროცესში ხდება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავემშვიდობოთ ამ კომპანიებს, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნული პროექტი დასრულდეს იანვარში და მოძრაობა აღდგეს. ახლა მიმდინარეობს კომპანიების შერჩევა. მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთელზე საგზაო სამუშოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული. ეს პირობა აუცილებლად შესრულდება“, - განაცხადა კალაძემ.
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)