|
2024-01-15 19:28:22, 739 ნახვა
პოლიტიკა
Reuters-ის სტატია „ქართული ოცნების“ ჩინეთში ვიზიტზე - EU-ის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს, - ასე გამოეხმაურა საერთაშორისო გამოცემა Reuters-ი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ჩინეთში ვიზიტს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანებას, ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად ცდილობს. "ჩინეთი მთავარი ინვესტორია საქართველოში, ჩინური კომპანიები, ამჟამად, ახალ ავტომაგისტრალს აშენებენ, რომელიც თბილისს საქართველოს მეორე ქალაქ, შავი ზღვის პორტ ბათუმთან დააკავშირებს. საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში ცდილობდა EU-ში გაწევრიანების გრძელვადიანი მიზნის განხორციელებას ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად, რომლებთანაც EU-ს დაძაბული ურთიერთობა აქვს. თბილისმა უარი თქვა დასავლეთის ქვეყნების გაყოლასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უკრაინაში შეჭრის შემდეგ და გასულ წელს რუსულ ავიახაზებს უფლება მისცა განაახლონ პირდაპირი ფრენები საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეწყდა. დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას, ევროკავშირმა თქვა, რომ იმისთვის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს მომავალ გაწევრიანებას, თბილისმა თავისი საგარეო პოლიტიკა ბრიუსელთან უფრო უნდა დააახლოოს", - წერს Reuters.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)