2024-01-12 15:02:09, 869 ნახვა
მსოფლიო
რიში სუნაკი კიევში ჩავიდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ სუნაკი X-ზე ( ყოფილ Twitter-ზე) წერს.
რიში სუნაკის თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას მხარს იმდენს ხანს დაუჭერს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება.
"მე ვიმყოფები უკრაინაში, რათა გადმოგცეთ მარტივი გზავნილი. ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ შესუსტდება. ყველა უკრაინელს - დიდი ბრიტანეთი თქვენს გვერდით იქნება იმდენს ხანს, რაამდენიც ეს სააჭირო იქნება", - წერს სუნაკი.
უკრაინული მედიის ცნობით, ვიზიტის დროს რიში სუნაკი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს.
მედიის ინფორმაციითვე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და მასთან ერთად უსაფრთხოების თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერს ხელს, რომლიც დაზვერვას, კიბერუსაფრთხოებას, სამედიცინო და სამხედრო მომზადებასა და თავდაცვის ინდუსტრიულ თანამშრომლობას მოიცავს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,