|
2024-01-12 14:44:41, 773 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი გახარიაზე - ყოველგვარი მიზეზის გარეშე, საკუთარ ქვეყანას და სამართლებრივ სისტემას დაუპირისპირდა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დებატების შეთავაზებას ეხმაურება. ვოლსკის თქმით, გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას, ქვეყანას და მის სამართლებრივ სისტემას დაუპირისპირდა იმისთვის, რომ რევოლუციური სცენარი განხორციელებულიყო. "პრემიერ-მინისტრი [გიორგი გახარია] დაუპირისპირდა საკუთარ ქვეყანას, დაუპირისპირდა სამართლებრივ სისტემას ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მზადდებოდა რევოლუციური პროცესი სააკაშვილის ჩამოსვლით და მისი მონაწილეობით. მელია უმზადებდა პლატფორმას იმისთვის, რომ შეკრებილიყო კრიტიკული მასა, რომელიც ფიზიკურ დაპირდაპირებაში შევიდოდა სამართალდამცავ ორგანოებთან და ამას სჭირდებოდა რამდენიმე დღე. ამ მომზადებისთვის რამდენიმე დღე მოითხოვა პრემიერ-მინისტრმა [გახარიამ] და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ეს სცენარში ჰქონდა გაწერილი "ნაცმოძრაობას", - განაცხადა ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)