02:54 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-09 14:41:16, 1080 ნახვა

სამართალი
თბილისში მკვლელობა მოხდა - ახალგაზრდა ქალი ქმრისგან მიყენებული ჭრილობებით კლინიკაში დაიღუპა

თბილისში, ვარკეთილში მკვლელობა მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ქმრისგან მიყენებული ჭრილობებით სამედიცინო დაწესებულებაში დაიღუპა.

ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობით 27 წლის ქალი ინგორყვას სახელობის კლინიკაში დღეს გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

"მთელ სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები. შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული. მაშინვე გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე და საოპერაციო ბლოკში, სადაც სამწუხაროდ, მალევე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი",- განაცხადა ექიმმა "ფორმულასთან" საუბრისას.

არსებული ინფორმაციით, კლნიკაშია გადაყვანილი მამაკაციც, რომელმაც მომხდარის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics