2024-01-05 11:11:51, 850 ნახვა
მსოფლიო
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-ს აჭარბებს
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 92-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Ukrinform-ი Xinhua-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, სტიქიიდან 4 დღის შემდეგ, 242 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.
"საზღვაო ქალაქ ვაჯიმაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ 40-ზე მეტი ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება",- აღნიშნულია მოხსენებაში.
მეწყერის გამო, რომელმაც გზები დააზიანა, 10-ზე მეტი დასახლება მოწყვეტილია გარე სამყაროს. გარდა ამისა, 30 000 აბონენტი ელექტროენერგიის, ხოლო დაახლოებით, 80 000 აბონენტი წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი.

ამ დროისთვის კვლავაც გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელსაც იაპონიის არმიის 4 600-მდე ჯარისკაცი სამართალდამცავებსა და მეხანძრეებთან ერთად აწარმოებს.
შეგახსენებთ, 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიაში, ნოტოს ნახევარკუნძულზე 1-ელ იანვარს მოხდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,