|
2023-12-28 09:15:55, 685 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - როგორ შეიძლება მე, კახა კალაძე ვიჯდე და ვიღებდე გადაყვეტილებას, ვინ უნდა იმღეროს საახალწლო კონცერტზე და ვინ არა
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები, რომლებიც დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების მიერ იგეგმება და ის მსგავს გადაწყვეტილებებში არასდროს ერევა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა და რამდენიმე მუსიკალური შემსრულებლის მიერ მუნიციპალიტეტის მერიის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. „ნამდვილად ვერ მივიღებ მსგავს დამოკიდებულებას. როდესაც თავად იყვნენ ხელისუფლებაში, შეიძლება, ამას აკეთებდნენ და ჰგონიათ, სხვაც იმავეს აკეთებს. ზუსტად ესაა განსხვავება მათსა და ჩენს შორის. როგორ შეიძლება მე, კახა კალაძე ვიჯდე, ვიღებდე გადაყვეტილებას თუ ვინ უნდა მიიღოს კონცერტში მონაწილეობა და ვინ არ უნდა იმღეროს - ვიღაც იმღერებს, ვიღაც არ იმღერებს, ვიღაც ხვალ იმღერებს, ვიღაც ზეგ. ღმერთია მოწმე, რომ არასდროს ჩავრეულვართ და არ მიგვიღია ისეთი გადაწყვეტილება, რომ მე განვსაზღვრო, თუ ვინ უნდა იმღეროს, ვინ გამოვიდეს, როგორი წარმოდგენა და გაფორმება იყოს. ამ ყველაფერში კვალიფიციური ადამიანები არიან ჩართული. შარშან და შარშანწინ იყო, რომ ვიღაცას არ მოუწია სიმღერა. ამიტომ, საზოგადოება გამოვიდა და მერია გაკიცხა, ეს რა კონცერტები მოაწყვეს, ვინ რას მღეროდა, ვერ გავიგეთო. მართლა არ ვიცი სიმღერა, თორემ მაგასაც არ დავზარდებოდი, მე გამოვიდოდი და ვიმღერებდი, მაგრამ არ ვიცი, არ მაქვს ეს ნიჭი“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, საახალწლო გალაკონცერტში, რომელიც 31 დეკემბრის ღამეს გაიმართება, სხვადასხვა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას და საზოგადოება საინტერესო წარმოდგენას იხილავს. „საახალწლო კონცერტში ძალიან ბევრი შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. საკმაოდ საინტერესო წარმოდგენა იქნება. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ქვეყნის მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი. ერთი რამ მინდა ვისურვო, რომ ჯანმრთელი ვიყოთ. ამაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ვფიქრობ, არაფერია. მშვიდობა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. 2024 წელი ყოფილიყოს კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის, დედაქალაქისთვის და ამ ქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)