|
2023-12-25 17:47:58, 826 ნახვა
საზოგადოება
მთავრობამ „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილა
გურიის რეგიონში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია - გურიის ეროვნული პარკი იქმნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უნიკალური ბუნებრივი ძეგლების დაცვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და, ამავდროულად, ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. „ბოლო 10 წლის განმავლობაში, დაცული ტერიტორიების ფართობი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. 100 დაცული ტერიტორიის საერთო ფართობი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ია. „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემდეგ, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 15 310 ჰა ფართობს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭება და შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია - გურიის ეროვნული პარკი. გურიის ეროვნული პარკი კავკასიის ეკორეგიონულიკონსერვაციის გეგმის ფარგლებში განსაზღვრული დასავლეთ მცირე კავკასიონის (Western Lesser Caucasus) პრიორიტეტული კონსერვაციული ლანდშაფტის საკვანძო ნაწილია და მას უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს ეკოლოგიური ქსელის შექმნის თვალსაზრისით. აღსანიშნია, რომ 2019 წლიდან, შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) თბილისის ოფისის მიერ განხორციელდა მასშტაბური კვლევები – შეფასდა გურიის უნიკალური ბუნებრივი რესურსები, ეკოსისტემები, განხორციელდა საქართველოს და საერთაშორისო წითელი ნუსხის, CITES-ისკონვენციით დაცული და ენდემური მცენარეთა სახეობები, ტყის და მდელოების ტიპები და მათი ეკოლოგიური მდგომარეობა, ჩატარდა ზოოლოგიური კვლევები, ასევე, ტურიზმის განვითარების პოტენციალის შეფასება. გურიის ეროვნული პარკის დაარსება ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ეკოდერეფნების შექმნას, ეკოლოგიური ქსელის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას ეკოტურისტულ სერვისებში. ეროვნული პარკის შექმნის შესახებ კანონპროექტი საჯარო განხილვის ფორმატში მოსახლეობას წარედგინა. გურიაში ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა მხარის ადმინისტრაციის და ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ინიციატივით ხორციელდება. „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონით უქმდება საქართველოს კანონი „პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ”, ვინაიდან აღნიშნული 443 ჰექტარს ენიჭება ეროვნული პარკის კატეგორია და გურიის ეროვნული პარკის საერთო ფართობშიერთიანდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)