11:19 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-21 10:05:22, 999 ნახვა

მსოფლიო
The Times Of Israel - ისრაელმა ხან-იუნისიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, ისრაელმა ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ხან-იუნისის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.

The Times Of Israel-ის ცნობით, გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისმა (OCHA) განაცხადა, რომ ისრაელმა გამოაქვეყნა რუკები, სადაც ქალაქ ხან-იუნისის, დაახლოებით, 20%-ზე ევაკუაციაა მონიშნული.

როგორც მედია წერს, ქალაქში ათობით ტერორისტისა და ორგანიზაცია "ჰამასის" ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ოპერაციები ჩატარდება.

OCHA-ს ცნობით, ბრძოლების დაწყებამდე ტერიტორიაზე 110 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

მათივე ინფორმაციით, ტერიტორია 32 თავშესაფარს მოიცავს, სადაც 140 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი იყო განთავსებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics