|
2023-12-20 18:56:21, 635 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერიაში თბილისის გერბის და დროშის ნიმუშების შესარჩევი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
თბილისის მერიაში დედაქალაქის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს - დროშისა და გერბის ნიმუშების შესარჩევი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეხვედრაზე კომისიის წევრებმა კონკურსის ჩატარების პირობებსა და ვადებზე იმსჯელეს. კომისიის წევრების მოსაზრებით, თბილისის დღევანდელი სიმბოლიკა გარკვეული ფორმით ფუნქციონირებას გააგრძელებს მას შემდეგაც, რაც დედაქალაქს შესაბამისი გერბი და დროშა ექნება. კომისიის წევრის, ისტორიკოს მამუკა წურწუმიას განცხადებით, ახალი სიმბოლიკა ჰერალდიკის კანონების დაცვით უნდა შეიქმნას, რადგან არსებული ემბლემა არ პასუხობს მოთხოვნებს. „სხდომამ გადაწყვიტა, რომ თბილისს ჰქონოდა გერბი და დროშა. მინდა დავაზუსტო, რომ აქ არ არის საუბარი ახალ გერბზე, რადგან არსებული ემბლემის, რომელიც ცნობილი მხატვრის მიერ არის შექმნილი და მხატვრულად მაღალი ღირებულების ნაწარმოებია, ამოღება დღის წესრიგში არ დგას. ძველი ემბლემა არ პასუხობდა გერბის მოთხოვნებს, ის რეალურად ემბლემაა და არა გერბი. ახალი გერბი და დროშა უნდა მომზადდეს ჰერალდიკის კანონების დაცვით. თუ რას უნდა პასუხობდეს გერბი, ეს ყველაფერი ახალი კონკურსის პირობებში იქნება ასახული. დადგინდება კონკურსის ვადები და პირობები, რომელიც ჰერალდიკის ყველა კანონის დაცვით უნდა ჩატარდეს და შედეგად გვექნება ქალაქის გერბი, რომელიც უპასუხებს ჰერალდიკის ყველა მოთხოვნას“, - განაცხადა მამუკა წურწუმიამ. მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, დედაქალაქის გერბის და დროშის შესარჩევი კონკურსი, შეხვედრაზე გამოხატული მოსაზრებების გათვალისწინებით, მომავალი წლის დასაწყისში გამოცხადდება. „დღესპირველი სამუშაო შეხვედრა შედგა კომისიისა, რომელმაც უნდა განსაზღვროს სამომავლოდ ქალაქის გერბისა და დროშის ბედი. ვიმსჯელეთ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის კონკურსთან დაკავშირებით. უკვე მომავალი წლის დასაწყისში იქნება ინიცირებული კონკურსი იმ მოსაზრებების გათვალისწინებით, რაც გამოითქვა სხდომაზე“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. შეხვედრას გერბისა და დროშის შესარჩევი კომისიის წევრები - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრები, „ჰერალდიკის, ვექსილოლოგიისა და სიმბოლიკის კვლევის ცენტრის“ საბჭოს წევრები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ჰერალდიკის საკითხებზე მომუშავე მეცნიერები ესწრებოდნენ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)