22:05 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-20 17:45:24, 660 ნახვა

საზოგადოება
9 ქვეყნის არარეზიდენტი ელჩი თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლს ეწვია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი 9 ქვეყნის არარეზიდენტი ელჩი თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლს ეწვია. 

იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სახლის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ბრენდის კონცეფცია და ის თანამედროვე მიდგომები განიხილეს, რომელთა საშუალებითაც სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისები მომხმარებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 118 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში მიეწოდებათ.

"იუსტიციის სახლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას იუსტიციის სახლის, როგორც ქართული ინოვაციის საერთაშორისო დონეზე გატანა და ბრენდის ექსპორტი წარმოადგენს. სერვისების მიწოდების ქართული გამოცდილების გაზიარება, დელეგაციის წევრებს თავიანთ ქვეყნებში ანალოგიური მიდგომების დანერგვის შესაძლებლობას აძლევს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, დელეგაციის წევრებს იუსტიციის სახლში დანერგილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური სიახლეებიც გააცნო",- აღნიშნულია იუსტიციის სახლის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics