11:19 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-19 21:54:43, 801 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპი - შობის პერიოდში ისრაელელები და პალესტინელები ტკივილსა და გლოვას განიცდიან, ჩვენ მათი მარტო დატოვება არ გვინდა

შობის პერიოდში ისრაელელები და პალესტინელები ტკივილსა და გლოვას განიცდიან, - ამის შესახებ რომის პაპი ფრანცისკე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

რომის პაპი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ისრაელისა და პალესტინის ხალხი მარტო არ დატოვონ და მათ გვერდში ლოცვითა და ხელშესახები დახმარებით დაუდგნენ.

"წმინდა მიწის მკვიდრთათვის ტკივილისა და გლოვის შობა დგება. ჩვენ არ გვინდა მათი მარტო დატოვება. გვერდში დავუდგეთ მათ ლოცვითა და ხელშესახები დახმარებით. ბეთლემის ტანჯვა არის ღია ჭრილობა ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსთვის", - აღნიშნა რომის პაპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics