23:20 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-19 12:29:11, 640 ნახვა

საზოგადოება
ფეზერი - თავშესაფრის მაძიებელთა ინდივიდუალური უფლების მხრივ არაფერი იზღუდება, მაგრამ განაცხადების დაკმაყოფილების კვოტა 0.3%-ია

ჩვენი შეთანხმებით და საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებით არაფერი იცვლება, არაფერი იზღუდება თავშესაფრის მაძიებელთა ინდივიდუალური უფლების, ასევე გერმანიაში ჩასვლის უფლების მხრივ,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა.

როგორ ფეზერმა საქართველოს შს მინისტრ ვახტანგ გომლაურთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების დაკმაყოფილების კვოტა 0.3%-ია.

"ჩვენი შეთანხმებით და საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებით არაფერი იცვლება, არაფერი იზღუდება თავშესაფრის მაძიებელთა ინდივიდუალური უფლების, ასევე გერმანიაში ჩასვლის უფლების მხრივ, მაგრამ თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების დაკმაყოფილების კვოტა 0.3%-ია.

აუცილებელი იყო ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება - უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭება. მნიშვნელოვანი იყო გარკვეული ცვლილებების განხორციელება. ეს არის გამოძახილი მიგრაციის შეთანხმებისა. გერმანიაში მესამე ქვეყნებიდან ძალიან ბევრი შემოდის. ჩვენ გარკვეული ღონისძიებები უნდა განგვეხორციელებინა სწრაფად და ეფექტურად ამის დასაძლევად. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ საქართველომ მიიღო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს მოქალაქეები ამ მასშტაბით არ ჩამოდიოდნენ და არ ითხოვდნენ თავშესაფარას. მიგრაციის შეთანხმება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გასული სამი წლის განმავლობაში გაიზარდა, მაგალითად უკრაინიდან 60%-ით მიგრაციის მაჩვენებელი",- განაცხადა ნენსი ფეზერმა.

ცნობისთვის, საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics