06:27 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-18 16:54:17, 597 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და „ქართული ოცნების“ დამსახურებაა

​კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და პარტია „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, - ამის შესახებ დედაქალის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, მთავარი არის ის, რომ საქართველომ სტატუსი მიიღო. თუმცა, „ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამაზე უნდა გავჩერდეთ“.

„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის და იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. ბევრი პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი დარბოდა, განცხადებებს აკეთებდა, რომ ქვეყანას როგორმე სტატუსი არ მიეღო. ამისთვის ბრიუსელშიც ჩადიოდნენ.

მთავარი არის ის, რომ სტატუსი მივიღეთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამაზე უნდა გავჩერდეთ. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ქვეყნის ევროინტეგრაცია კიდევ უფრო დავაჩქაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics