|
2023-12-17 12:59:21, 635 ნახვა
საზოგადოება
„საახალწლო სოფელი“ სტუმრებს შვიდი იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს
„საახალწლო სოფელმა“ დღეს უკვე პირველ სტუმრებს უმასპინძლა. სოფელში მიმდინარე ღონისძიებებსა და განახლებულ საახალწლო დეკორაციებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. „ჯადოსნური და ულამაზესია ჩვენი დედაქალაქი. ხედავთ, როგორ არის მორთული საახალწლოდ. უკვე ავანთეთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და ჩავიფიქრეთ სურვილები. 7 იანვრის ჩათვლით ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები. გარდა ამისა, აქ არის განთავსებული ყინულის საციგურაო მოედანი, რომლითაც ბევრი ადამიანი სარგებლობს. ხუთასამდე მეწარმე და მათი პროდუქციაა წარმოდგენილი „საახალწლო სოფელში“. მობრძანდით, მეგობრებო. მერწმუნეთ, სასიამოვნო დღეები გელით“, - განაცხადა კახა კალაძემ. „საახალწლო სოფელში“ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შოუები, პერფორმანსები და სხვა სახის ღონისძიებები, საღამო კი სტეფანესა და SALIO-ს კონცერტებით გაგრძელდა. „საახალწლო სოფელში“, რომელიც ორბელიანის მოედანს, მიმდებარე ქუჩებსა და დედაენის ბაღს მოიცავს, 16 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება გამოფენა-გაყიდვა „საშობაო ბაზარი“, გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტები, „საახალწლო ქალაქის“ პავილიონი, სახელოსნო და თეატრი, თეატრალიზებული მსვლელობები და წარმოდგენები, საბავშვო ვორქშოფები, ილუზიონისტების შოუ, თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი, გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი, თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა, მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი, გარდა ამისა, იფუნქციონირებს ყინულის საციგურაო მოედანი და თემატური ფოტოზონები. საღამოობით გაიმართება სხვადასხვა ბენდების, ვოკალისტების, ჯგუფებისა და ანსამბლების კონცერტები, რის შემდეგაც საახალწლო სოფლის სტუმრების წინაშე წარდგება DJ ელექტრონული მუსიკით. რაც შეეხება თოვლის ბაბუას, ის პატარებს თავის სახლში დახვდება, რომელიც დედაენის ბაღში განთავსდა. ბავშვებს აქ ელფები, გასართობი ზონა და საბავშვო სტუდიების კონცერტებიც ელით.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)